Friday, August 9, 2013

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: თამბაქოს მოხმარება მოზარდებში.



2.პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეები გააცნობიერებენ, როგორ მოქმედებს თამბაქო ორგანიზმზე და რა შეიძლება მოყვეს თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაერკვევიან რა შედის თამბაქოს შედგენილობაში, როგორ სტიმულირდება თამბაქო ორგანიზმში და რომელ ორგანოებს აზიანებს. გააკეთებენ დასკვნებს.



4.პროექტის მიზანი: მოსწავლეთა კვლევა-ძიების გამომუშავება, ინფორმაციის მოპოვება

5.მოსწავლეთა ასაკი: 10-14 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :მოსწავლეები შეგროვებული ინფორმაციით ქმნიან პლაკატებს, ბუკლეტებს, სლაიდებს, წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და აცნობებ აუდიტორიას.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები, თაბახის ფურცლები, ფანქრები.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

აქტივობა 1
პროექტის თემის შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, კლასის დაყოფა ჯგუფებად, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნობა.

აქტივობა 2
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში და მოვალეობების გადანაწილება. ვინ, რას და როდის გააკეთებს.

I ჯგუფი
კითხვების შედგენა, გამოკითხვის ჩატარება.12-15 წლის მოზარდებში. (50 ბავშვის გამოკითხვა), შედეგების შეჯამება, დასკვნის გაკეთება.

II ჯგუფი
მოიძიებს ინფორმაციას თამბაქოს შესახებ.



III ჯგუფი
მოიძიებს ინფორმაციას რა შეიძლება  მოყვეს თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას.



აქტივობა 3
მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაციისთვის მზადება.

აქტივობა 4
პრეზენტაციის ჩატარება

აქტივობა 5
მოპოვებული ინფორმაციაზე ბუკლეტების მომზადება და გავრცელება

აქტივობა 6

შეფასების სქემა პროექტის პრეზენტასიისთვის

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ინფორმაციის  მოზიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ საინფორმაციო რამდენიმე წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებას
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არ არის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება
მასალა სრულიად შეესაბამება
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს.
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
არ არის ჩართული
ერთვება ზოგჯერ
ჩართულია მაგრამ ყურადღემა გაფანტული აქვს
ჩართულია ყოველთვის

10. საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

ბიოლოგია

შედეგიი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
ასაბუთებს თამბაქოს ზეგავლენას ორგანიზმზე და რა უარყოფითი შედეგი მოყვება  მის მოხმარებას.


11.პროექტის ხელძღვანელი(მასწავლებელი): ინეზა კუნჭულია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kunchuliaineza@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი: kunchuliaineza.blogspot.com